пятница, 11 октября 2013 г.

საქართველოს რომელ კუთხეში იმოგზაურებდით


                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    პროექტის სახელი:საქართველოს რომელ კუთხეში იმოგზაურებდით.
პროექტის მოკლე აღწერა:მარშრუტის შედგენა და მასში არსებული ისტორიულ_გეოგრაფიული ძგლების აღწერა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ რომელიმე ისტორიულ ძეგლზე ინფორმაციას, დაგეგმავენ გამგზავრებას,მოახდენენ მის ადგილზე აღწერას. შეადგენენ ამ ადგილის გეგმას (რუკას).გამოიკვლევენ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას,რელიეფს,ჰავას, შიდა წყლებს(მდინარწ, ტბა), მცენარეულობას და ცხოველთა სამყაროს. შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმენენ მათგან ლეგენდებს, თქმულებებს. ყურადღება მიექცევა ისტორიულ დოკუმენტებს ამ ადგილის წარმოშობის შესახებ, ქალაქის(სოფლის) ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს. ამ ადგილის დღესასწაულებსა და ადათ-წესებს,ხალხურ რეწვას,ფოლკლორს,სამზარეულოს,ენა/დიალექტს.შეაგროვებენ ინფორმაციას ამ ადგილის მოსახლეობის რაოდენობის და მიგრაციების შესახებ.შეადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს,გადაიღებენ ფოტოსურათებს.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:მე-9 -10კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის მოძიება წიგნებიდან, კომპიუტერიდან.მოძიებული ინფორმაციის ანალიზი.გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვებს გამოუმუშავბდებათ დაკვირვების, კვლევის უნარ-ჩვევები, ისწავლიან წიგნზე მუშაობას,ისწავლიან საველე პირობებში მუშობას,წარმოდგენა შეექმნებათ ისტორიულ-გეოგრაფიულ ძეგლებზე.გამოუმუშავდებათ ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების,რუკების, ცხრილების შედგენის უნარი.ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაახლოვებას,ურთიერთთანამშრომლობას. ისწავლიან ინტერვიუს აღებას,გამოუმუშავდებათ სიძნელეების დაძლევის უნარი. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.მოხდება თეორიული ცოდნის რეალიზება, ამაღლდება მათი ცოდნა და ბუნების სიყვარული.
ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ- გვერდი.
სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები შეძლებენ ამა თუ იმ კუთხის ისტორიულ -გეოგრაფიული ძეგლების მოკლე აღწერას,შეადგენენ მოგზაურობის მარშრუტს.ეს ხელს შეუწუობს უკეთ გაიცნონ საქართველოს კუთხეები,ისწავლიან ბუნების სიყვარულს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან კავშირი:გეოგრაფია, ისტორია,ლიტერატურა, ხელოვნება, რელიგია,მათემატიკა.
გეოგრაფია- ისწავლიან საქართველოს ამა თუ იმ კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებას. შეძლებენ რუკების,ცხრილების შედგენას, დიაგრამების აგებას.მოძიებული ინფორმაციის ანალიზს.
ისტორია- ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას. გამოიკვლევენ ისტორიული ძეგლის არქიტექტურას, წარმოშობას და ასაკს.
ლიტერატურა- მოიძიებენ ლეგენდებს, თქმულებებს, ტოპონიმებს.
რელიგია- შეისწავლიან ამა თუ იმ კუთხის ადათ-წესებს.
მათემატიკა- გამოითვლიან მანძილს, გაზომავენ სიმაღლეს, სიღრმეს,ისწავლიან მასშტაბის გამოყენებით რუკის შედგენას.
ხელოვნება- გააკეთებენ ალბომს.

პროექტის ფასილიტატორის სახელი:მზია პავლიაშვილი-მაკრახიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mziapa@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი:/ბლოგი:icttrainingmzia.blogspot.com