пятница, 11 октября 2013 г.

საქართველოს რომელ კუთხეში იმოგზაურებდით


                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    პროექტის სახელი:საქართველოს რომელ კუთხეში იმოგზაურებდით.
პროექტის მოკლე აღწერა:მარშრუტის შედგენა და მასში არსებული ისტორიულ_გეოგრაფიული ძგლების აღწერა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ რომელიმე ისტორიულ ძეგლზე ინფორმაციას, დაგეგმავენ გამგზავრებას,მოახდენენ მის ადგილზე აღწერას. შეადგენენ ამ ადგილის გეგმას (რუკას).გამოიკვლევენ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას,რელიეფს,ჰავას, შიდა წყლებს(მდინარწ, ტბა), მცენარეულობას და ცხოველთა სამყაროს. შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოისმენენ მათგან ლეგენდებს, თქმულებებს. ყურადღება მიექცევა ისტორიულ დოკუმენტებს ამ ადგილის წარმოშობის შესახებ, ქალაქის(სოფლის) ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს. ამ ადგილის დღესასწაულებსა და ადათ-წესებს,ხალხურ რეწვას,ფოლკლორს,სამზარეულოს,ენა/დიალექტს.შეაგროვებენ ინფორმაციას ამ ადგილის მოსახლეობის რაოდენობის და მიგრაციების შესახებ.შეადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს,გადაიღებენ ფოტოსურათებს.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:მე-9 -10კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის მოძიება წიგნებიდან, კომპიუტერიდან.მოძიებული ინფორმაციის ანალიზი.გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვებს გამოუმუშავბდებათ დაკვირვების, კვლევის უნარ-ჩვევები, ისწავლიან წიგნზე მუშაობას,ისწავლიან საველე პირობებში მუშობას,წარმოდგენა შეექმნებათ ისტორიულ-გეოგრაფიულ ძეგლებზე.გამოუმუშავდებათ ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების,რუკების, ცხრილების შედგენის უნარი.ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაახლოვებას,ურთიერთთანამშრომლობას. ისწავლიან ინტერვიუს აღებას,გამოუმუშავდებათ სიძნელეების დაძლევის უნარი. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.მოხდება თეორიული ცოდნის რეალიზება, ამაღლდება მათი ცოდნა და ბუნების სიყვარული.
ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ- გვერდი.
სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები შეძლებენ ამა თუ იმ კუთხის ისტორიულ -გეოგრაფიული ძეგლების მოკლე აღწერას,შეადგენენ მოგზაურობის მარშრუტს.ეს ხელს შეუწუობს უკეთ გაიცნონ საქართველოს კუთხეები,ისწავლიან ბუნების სიყვარულს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან კავშირი:გეოგრაფია, ისტორია,ლიტერატურა, ხელოვნება, რელიგია,მათემატიკა.
გეოგრაფია- ისწავლიან საქართველოს ამა თუ იმ კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებას. შეძლებენ რუკების,ცხრილების შედგენას, დიაგრამების აგებას.მოძიებული ინფორმაციის ანალიზს.
ისტორია- ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას. გამოიკვლევენ ისტორიული ძეგლის არქიტექტურას, წარმოშობას და ასაკს.
ლიტერატურა- მოიძიებენ ლეგენდებს, თქმულებებს, ტოპონიმებს.
რელიგია- შეისწავლიან ამა თუ იმ კუთხის ადათ-წესებს.
მათემატიკა- გამოითვლიან მანძილს, გაზომავენ სიმაღლეს, სიღრმეს,ისწავლიან მასშტაბის გამოყენებით რუკის შედგენას.
ხელოვნება- გააკეთებენ ალბომს.

პროექტის ფასილიტატორის სახელი:მზია პავლიაშვილი-მაკრახიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mziapa@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი:/ბლოგი:icttrainingmzia.blogspot.com

13 комментариев:

თამარ ციციშვილი комментирует...

მოგვეწონა თქვენი პროექტი გისურვებთ წარმატებას
პატივისცემით გორის XII საჯარო სკოლის პედაგოგები„ თამარ ციციშვილი, თამარ სამხარაძე, ირინა მურანაშვილი

ნათია საძაგლიშვილი გორის #8 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი комментирует...

მოგესალმები ქალბატონო მზია!

ძალიან საინტერესო პროექტია,რადგანაც ჩვენი ლამაზი სამშობლოს ბუნების და ღირსშესანიშნაობების ნახვა ყველასთვის აუცილებელი და სავალდებულოა.
გორი #8 საჯარო სკოლა
ისტორიის მასწავლებელი ნათია საძაგლიშვილი

ვერიკო სომხიშვილი, комментирует...

მოგესალმები მზია!
ბევრის მომცველ პროექტზე დაგიწყია მუშაობა.საქართველო ულამაზესი ქვეყანაა.არა მგონია საქართველოში მცხოვრებ ყველა ქართველს არ უყვარდეს თავისი მიწა–წყალი.მე პირადად დიდი სურვილი მაქვს ოჯახთან ერთად მოვიარო საქართველოს ყველა კუთხე, უფრო ახლოს გავიცნო მათი ტრადიციები,ისტოტიული ძეგლები.
გისურვებ წარმატებას!
ვერიკო სომხიშვილი, გორის #8 საჯარო სკოლის დაწყებითის პედაგოგი

maka 999 комментирует...

საქართველოს ყველა კუთხეს შემოვივლიდი!
მაკა ფომენკო
ბათუმი,N2 სკოლა

თამრიკო ჩხეიძე комментирует...

vimogzaurebdi svanetshi. zalian momwons svanuri simgerebi
tamriko
207-e sajari skola

აზა ბარბაქაძე комментирует...

gamarjoba mzia momecona es proeqti da minda ganvaxorcielo skolaShi. dacvrilebiiTi informaciisaTvis mogmarTav fostaze qutaisis 8 sajaro skolidan var.

გიული, ნინო, სოფიო комментирует...

საინტერესო პროექტია,კარგი იქნება მასში მონაწილეობის მიღება...

მანანა комментирует...

ქალბატონო მზია საინტერესო პროექტი გაქვთ.
ჩვენი ყველა კუთხე ულამაზესია.ნებისმერ კუთხეში დიდი საამოვნებით ვიმოგზაურებდი. ეხლა დავათვალიერებდი რაჭას...
96-ე საჯარო სკოლი დაწყებითი კლასების პედაგოგი მანანა ჭიაბერაშვილი

elen комментирует...

მზია კარგი ჩანაფიქრია,მაგრამ გასასწორებელია" სარგებელი სხვებისთვის",როგორც სათაური გვამცნობს აქ უნდა ეწეროს რა სარგებელს ნახავენ სხვა -არა პროექტში მონაწილე ადამიანები.იქნებ დააზუსტოთ მონაწილე სკოლები-თუ კი ასეთები არიან და რომ იყვნენ დისკუსია უნდა გამოაცოცხლოთ. არ მიატოვოთ პროექტი- თემა საინტერესოა!

ელენე ხაჩიძე

ქეთი ცერაძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი комментирует...
Этот комментарий был удален автором.
ქეთი ცერაძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი комментирует...

მზია, ძალიან საინტერესო და ლამაზი პროექტია, გისურვებთ წარმატებებს!!!!!

lela Tsurtsumia комментирует...

საინტერესო პროექტია გისურვებ წარმატებას

Unknown комментирует...

teressante :)